logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: გლობალური ომის პარტიას საქართველოს მიმართ აქვს მიდგომა - არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა და დღეს ამას სალომე ზურაბიშვილის ხელით აკეთებენ
- +

14 ნოემბერი. 2023. 18:21

 

 

„ეს არის იგივე მიდგომა, რაც 1800 წელს, ან 1921 წელს ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით - არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა. დღეს ამას აკეთებენ სალომე ზურაბიშვილის და მისი პოლიტიკური მოკავშირეების ხელით“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოს დავით ქართველიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

 

ქართველიშვილის თქმით, რასაც ადრე რუსეთი აკეთებდა საქართველოსთან მიმართებაში, დღეს იგივე მიდგომა აქვს გლობალური ომის პარტიას და ის არად აგდებს საქართველოს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

 

„ამას ძალიან სერიოზული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოგეხსენებათ, სტიგმას - რუსული, აკერებენ ყველაფერს, მე მგონი, უკვე გადაიღალნენ ამით და ახლა მე ავიტაცებ ამ სტიგმას. ეს არის აბსოლუტურად რუსული მიდგომა. როდესაც 1783 წელს ხელშეკრულება დაიდო ორ სახელმწიფოს - რუსეთის მეფის იმპერიასა და საქართველოს შორის. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოების ურთიერთთანამშრომლობაზე დადებული ხელშეკრულება. 17 წელიწადში ეს ხელშეკრულება რუსეთის იმპერიამ თავზე გადაგვახია დამოუკიდებლობის და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებით. როდესაც 1920 წლის 7 მაისს მოსკოვში მიიწვიეს ქართული დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლები და დადეს ხელშეკრულება ჩვენი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ, ასევე, კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების შესახებ, 9 თვეში ეს ხელშეკრულებაც გადაგვახიეს რუსებმა თავზე და ჩვენი დამოუკიდებლობაც წაგვართვეს.

 

იგივე მიდგომა არის დღეს, უბრალოდ, დღეს ამას არა რუსები, არამედ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ, რომლებსაც მოფერებით „გოპ-ნიკებს“ ვუწოდებ. მათთვის საქართველო არ არის შემდგარი სახელმწიფო, არ სცემენ პატივს მის დამოუკიდებლობას. ეს არის იგივე მიდგომა, რაც 1800 წელს, ან 1921 წელს ჰქონდათ საქართველოსთან მიმართებით - არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სუვერენიტეტი, არანაირი დამოუკიდებლობა. დღეს ამას აკეთებენ სალომე ზურაბიშვილის და მისი პოლიტიკური მოკავშირეების ხელით. ამას ჰქვია ის სასარგებლო იდიოტიზმი, რომლითაც უკვე ოცი წელია სარგებლობს კრემლი. არ შეიძლება ამათ პირდაპირ დავარქვათ კრემლის აგენტები, მაგრამ რასაც გლობალური ომის პარტიის აგენტები აკეთებენ, თითოეული მათ შეცდომა დანაშაულად აისახება საქართველოს დღევანდელობაზე“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner