აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი, „რესპუბლიკელი“ სენატორი მიტჩ მაკკონელი მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის წინადადებას მთავრობის დაფინანსების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეიცავს უკრაინის დაფინანსებას, რაც მაკკონელისთვის მთავარი პრიორიტეტია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მაკკონელის გადაწყვეტილების შემდეგ, სენატში "დემოკრატიული" უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რათა მაიკ ჯონსონის გეგმას დაეთანხმოს.
მაკკონელმა შეაქო ჯონსონის წინადადება, როგორც "პასუხისმგებლიანი ზომა, რომელიც თავიდან აიცილებს [მთავრობის] დახურვას, ფედერალური ხარჯების შემცირებასა და საშუალებას მისცემს კანონმდებლებს დაასრულონ ბიუჯეტზე მუშაობა მომდევნო ორი თვის განმავლობაში".
თუ კონგრესი დაამტკიცებს ჯონსონის წინადადებას დაფინანსების ამჟამინდელი დონის 2024 წლამდე გახანგრძლივების შესახებ, უკრაინის ან ისრაელის დაფინანსების კიდევ ერთი სავალდებულო კანონპროექტი იანვრამდე არ იქნება.