უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ 2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში.
"ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება", - აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ პლაცდარმი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.