საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მისი ფრანგი კოლეგა შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ქართული ოცეული საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად სამხრეთ აფრიკაში სამშვიდობო მისიას შეასრულებს.
როგორც იზორიამ განაცხადა, აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდება, რაც საკითხზე ტექნიკური შეთანხმება გაფორმდება.
„ჩვენ გვქონდა საუბარი სამხედრო განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ ხარისხზე. ამ მიმართულებით უფრო გაიზრდება გაცვლის პროგრამა, უფრო მეტი კადეტი შეძლებს საფრანგეთში სწავლას და ეს მისასალმებელია. ჩვენ აღვნიშნეთ სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ საჰაერო-თავდაცვის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა საქართველო-საფრანგეთს შორის, ეს ხელშეკრულება არის ძალაში და პირობები შესრულდება", - განაცხადა იზორიამ.