logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ
- +

15 ნოემბერი. 2023. 01:01

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ.

 

 

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი აქვს განთავსებული ალ-შიფას საავადმყოფოში.

 

 

ჯონ კირბის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები საავადმყოფოებს სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მძევლების დასაკავებლად იყენებენ.

 

 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საავადმყოფოების ამ მიზნებისათვის გამოყენება ომის დანაშაულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner