აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი აქვს განთავსებული ალ-შიფას საავადმყოფოში.
ჯონ კირბის თქმით, ტერორისტული ორგანიზაციები საავადმყოფოებს სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად და მძევლების დასაკავებლად იყენებენ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საავადმყოფოების ამ მიზნებისათვის გამოყენება ომის დანაშაულია.