logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს წევრობისთვის
- +

7 სექტემბერი. 2016. 18:42



„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტი არის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება იმისა, რომ დღეს NATO-საქართველოს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობა კიდევ უფრო მტკიცეა",- ამ სიტყვებით შეაფასა  „რეპორტიორთან" საუბრისას „ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი.

 

„სტოლტენბერგის ვიზიტი და შეხვედრა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ქვეყნის მომზადებას გაწევრიანებისთვის. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი NATO-ს წევრობისთვის და პარტნიორების სათანადო მხარდაჭერა",- განაცხადა თალაკვაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner