აშშ-ის დედაქალაქში, ისრაელისადმი მხარდაჭერისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.
დემონსტრანტები „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტებზე ისრაელის მხარდამჭერი ლოზუნგები ეწერათ.
მანიფესტაციის გამო, გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.