logo_geo
eng_logo
ვაშინგტონში ათიათასობით ადამიანი ისრაელისადმი მხარდაჭერისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მარშზე გავიდა
- +

15 ნოემბერი. 2023. 10:13

 

 

აშშ-ის დედაქალაქში, ისრაელისადმი მხარდაჭერისა და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მარშს ათიათასობით ადამიანი შეუერთდა.

 

დემონსტრანტები „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს ტრანსპარანტებზე ისრაელის მხარდამჭერი ლოზუნგები ეწერათ.

 

მანიფესტაციის გამო, გადაიკეტა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner