logo_geo
eng_logo
„Forbes“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს
- +

15 ნოემბერი. 2023. 11:08

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის „Forbes USA“ ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას „Artisanal Heritage of Georgia“ ამზადებს.

 

ტურის ფარგლებში „Forbes“-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც  ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო მოინახულა. 

 

„Forbes“-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner