logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთავარია, დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა
- +

10 სექტემბერი. 2016. 18:44



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან გიორგი ვოლსკისთან ერთად რაიონში მცხოვრებ პირველკურსელ ახალგაზრდებს შეხვდა.


შეხვედრაზე ისაუბრეს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებსა და 4 წლის განმავლობაში მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

 

„ჩვენს ქვეყანაში განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ძალიან სერიოზული მიდგომები გვაქვს ამ დარგის მიმართ. ჩვენ ახალგზარდებს ავუხსენით, რომ მთავარია, დღეს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჩუღურეთის რაიონის განვითარების ხედვებზე ესაუბრა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

 

„შევხვდით ახალგაზრდებს, რომლებიც წელს გახდნენ სტუდენტები და პირველად უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მათი თაობა პოლიტიკოსებს შორის ჯანსაღი კამათის ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს. ასე დაიხვეწება ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner