logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: „გორბის“ კვლევაში აღმოჩნდა და რაც სხვა კვლევებშიც ჩანს ხოლმე სხვათა შორის, ოპოზიცია ერთგვარად გამოუვალ მდგომარეობაშია
- +

15 ნოემბერი. 2023. 11:37

 

 

გორბის“ კვლევაში აღმოჩნდა და რაც სხვა კვლევებშიც ჩანს ხოლმე სხვათა შორის, რომ ოპოზიცია ერთგვარად გამოუვალ მდგომარეობაშია”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

ყოველგვარი კვლევის გარეშე საზოგადოების განწყობები ზედაპირზე დევს. „გორბის“ კვლევაში აღმოჩნდა და რაც სხვა კვლევებშიც ჩანს ხოლმე სხვათა შორის, ოპოზიცია ერთგვარად გამოუვალ მდგომარეობაშია. გაგულისებით გვაკლებენ ხოლმე [„ქართულ ოცნებას“] პროცენტებს, მაგრამ თვითონ ვერ იმატებენ. იმავე ჭაობში რჩებიან, სადაც არიან“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

„გორბის“ კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner