logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა
- +

15 ნოემბერი. 2023. 12:25

 

 

16 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით დანიის სამეფოს ეწვევა. ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგასთან ლარს ლოკე რასმუსენთან.

 

შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.

 

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner