ავტორი ანა ფერაძე
„ქართული ოცნების" ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფიო კილაძემ „რეპორტიორთან" პაატა ბურჭულაძის პარტიიდან წევრების გასვლის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ არაერთხელ გაჟღერდა, რომ ბურჭულაძის პარტიაში არაჯანსაღი გარემო იყო.
როგორც კილაძემ „რეპორტიორს" განუცხადა, არჩევნებში საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის" სასარგებლოდ არ იქნება.
„პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" წევრები თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ პარტიაში ჯანსაღი გარემო არ იყო. თუმცა ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ხალხი თვითონ წყვეტს, ვის უნდა გამოუცხადოს ნდობა და ვის - არა.
მე არ ვთვლი, რომ ქართველი ხალხი ბურჭულაძის პარტიას ნდობას გამოუცხადებს. რაც დღემდე ხდება ბურჭულაძის პარტიაში, ამტკიცებს იმას, რომ ნამდვილად არასანდო პარტიაა. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც პაატა ბურჭულაძის პარტიის სასარგებლოდ არ იქნება", - განაცხადა სოფიო კილაძემ.