„ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„მგონია, რომ ჩვენ მაღალი ბარიერი არ გვაქვს. პოლიტიკურ პარტიას იმის შესაძლებლობა თუ არ აქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს და ეს გამოხატული იქნება, სულ მცირე, 90 ათასი ხმის ფარგლებში, მაშინ ამ პოლიტიკურ პარტიას პარტია კი არ ჰქვია, საახლობლო წრეა“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.