logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ამერიკაში რომ „რუსული კანონი“ მოქმედებს, ის გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ოპოზიცია ევროინტეგრაციის პროცესის საპირისპიროდ მოძრაობდა
- +

15 ნოემბერი. 2023. 13:57

 

 

ამერიკაში რომ „რუსული კანონი“ მოქმედებს, ის გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ოპოზიცია არა თუ საბოტაჟს უწყობდა ევროინტეგრაციის პროცესს, ისინი ამ პროცესის საპირისპიროდ მოძრაობდნენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

ბოიკოტი არის ყველაზე რბილი რამ, რაც კი მათ იკადრეს. ბოიკოტს რა უჭირს, დადიან ევროპაში, აშშ-ში და უკვეთავენ საქართველოს დასანქცირებას. უკვეთავენ კონკრეტული პირების დასანქცირებას, უკვეთავენ იმას, რომ ლობისტებმა მოახერხონ განცხადებების გაკეთება. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტში ვინმეს მიერ დაისვას ისეთი შეკითხვები, რაც დააზიანებს საქართველოს. პირდაპირ შეკვეთა მიდის საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგოდ და საბოტაჟი არის ყველაზე მარტივი ცოდვა, რაც ამ გზაზე ოპოზიციას გააჩნია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამერიკაში გამოქვეყნებული იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებით უმტკიცდებათ, რომ უკვეთავენ დასანქცირებას. ხელის გულივით დევს, უკვეთავენ ევროინტეგრაციის პროცესის ხელის შეშლას. ფულს, მილიონობით დოლარს იხდიან ამაში. ამერიკაში რომ „რუსული კანონი“ მოქმედებს, ის გვაძლევს ამის საშუალებას, რომ გავიგოთ ეს ყველაფერი. ისინი არა თუ საბოტაჟს უწყობდნენ ამ პროცესს, ისინი ამ პროცესის საპირისპიროდ მოძრაობდნენ და დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თითქოს აქ ვიღაცას არ გაუხარდაო. სახეზე შეუტყვიათ ვიღაცისთვის, რომ არ გაუხარდაო. ამ დონეზე ფსკერზე ჩადიან ხოლმე თავიანთ ლოგიკაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner