logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენ გვექნება ძალიან რთული, ეკლიანი გზა ევროპისკენ, მაგრამ ვივლით სწორად და მივალთ იმ მიზნამდე, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია
- +

15 ნოემბერი. 2023. 14:29

 

 

“არსებულ 9 რეკომენდაციას, კიდევ 19 და ბევრი ასეთი საკითხი მოჰყვება და ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც ბუნებრივია, თუ ვინმე ობიექტურად და გულწრფელად მონაწილეობას მიიღებს, ეს იქნება კარგი. თუმცა მათგან ამაში დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის ნულია”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

 

მისი თქმით, სტატუსის მისაღებად სამუშაო ფორმატები და ჯგუფები ბევრი იქნება, რათა ევროსაბჭოს არსებული რეკომენდაციები შესრულდეს.

 

დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია. ინტენსიური კომუნიკაციები გვექნება და ამ საკითხებს თითოეულს დეტალურად გავივლით, რათა რომ არ დავაზიანოთ, ერთი მხრივ, ევროპულ გზაზე სწორად სვლის კურსი და მეორე მხრივ, ქართული ეროვნული ინტერესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ბევრი ფორმატი და წინასწარ ეს მომდევნო წელს იქნება, თუ იმის მომდევნო წლებში, 2024-ში, 2025-ში თუ ასე შემდეგ, ჩვენ გვაქვს გასავლელი ძალიან რთული გზა. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და იტყვის, ვაიმე, შევცდით, არ უნდა გვეკადრებინა, რაც ვიკადრეთ. ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო. ამას არ იზამენ. ბუნებრივი ამბავია. რადგან ამას არ იზამენ, ჩვენ გვექნება ძალიან რთული გზა ევროპისკენ, ეკლიანი გზა და ამ ბევრ ეკალს ესენი უზრუნველყოფენ და მათი პატრონები გარედანაც, მაგრამ ჩვენ ვივლით სწორად და მივალთ იმ მიზნამდე, რასაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია.

 

არსებულ 9 რეკომენდაციას, კიდევ 19 და ბევრი ასეთი საკითხი მოჰყვება და ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც ბუნებრივია, თუ ვინმე ობიექტურად და გულწრფელად მონაწილეობას მიიღებს, ეს იქნება კარგი. თუმცა მათგან ამაში დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის ნულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner