logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაოები შევასრულოთ
- +

15 ნოემბერი. 2023. 14:51

 

 

“წელიწად-ნახევრის განმავლობაში როცა მობილიზებული ვიყავით, რომ მიგვეღო კანონპროექტები, რომლებსაც საბოლოო ჯამში სტატუსის მიღება უნდა უზრუნველყო, ოპოზიციის მხრიდან სრული დესტრუქცია მივიღეთ”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„მათ ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. თუმცა, ევროკომისიის დასკვნაში ძალიან კარგად არის ასახული ყველა ის მიღწევა, რომელიც გვქონდა და რომელმაც დადებითად იმოქმედა, რათა ჩვენმა სახელმწიფომ დეკემბერში სტატუსი მიიღოს. ოპოზიციის დესტრუქციული დღის წესრიგი ხელს არ გვიშლის, რომ სამუშაოები შევასრულოთ“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მიერ დასახელებულ ცხრა პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner