logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უკვე იმის მომსწრეც გავხდით, რომ რადიკალური ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის შემდეგ შეტევას რეფორმების გეგმაზე ახორციელებს
- +

15 ნოემბერი. 2023. 14:54

 

 

სამუშაო ჯგუფები ერთხელ უკვე გვქონდა შექმნილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად. ვნახეთ სად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები - ყველგან, გარდა სამუშაო ჯგუფებისა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

უკვე იმის მომსწრეც გავხდით, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რეფორმების გეგმაზე ახორციელებს რადიკალური ოპოზიცია შეტევას. ის, რომ საქართველოს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ვალდებულება აქვს, რომ არჩევნები მომავალ წელს ტარდება, ეს რომ რჩება მოთხოვნებში და იმ გეგმაში, რაც საქართველოს აქვს მომავალში ვალდებულების სახით, ეს თურმე ცუდი ყოფილა. ამ მოთხოვნებს, პროგრამასა და რეფორმებს, რომელიც 9 პუნქტში იქნება გაერთიანებული კანდიდატის სტატუსთან ერთად და საქართველოსთან შეთანხმებული, ამას ვხედავთ, როგორც რეფორმების სამომავლო გეგმას. რაც უფრო მკაფიო და ვადებში დაზუსტებული იქნება ევროკავშირის მხრიდან, თუ რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ, რა არის ის რეფორმები, რომელიც ჩვენ მოგვეთხოვება, რომ უკვე წევრი გავხდეთ ევროკავშირის, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის უკეთესი. სამუშაო ჯგუფები ერთხელ უკვე გვქონდა შექმნილი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად და ვნახეთ სად იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველგან გარდა სამუშაო ჯგუფებისა“,- აღნიშნა თალაკვაძემ.

 

რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მიერ დასახელებულ ცხრა პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner