„ამათი [ოპოზიციის] პოლიტიკური ფერისცვალება, რომ თურმე ახლა გაუჩნდათ მუშაობის ინტერესი, არავის სჯერა. თუმცა ჩვენ მათ ახირებებს, დამოკიდებულებებს ამ ფორმით არ ვაქცევთ ყურადღებას“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ამათი [ოპოზიციის] პოლიტიკური ფერისცვალება, რომ თურმე ახლა გაუჩნდათ მუშაობის ინტერესი, არავის სჯერა. თუმცა ჩვენ მათ ახირებებს, დამოკიდებულებებს ამ ფორმით არ ვაქცევთ ყურადღებას. ჩვენთვის მისაღებია ჩვენი ქვეყნის ინტერესი. მაშინაც [12 რეკომენდაციის შესრულებისას] დავტოვეთ კარი ღია მათთვის, ვისაც სურდა მუშაობა, მაგრამ მაინც გამოაცხადეს ბოიკოტი და საბოტაჟის რეჟიმში გადაზარდეს არ დასწრება. კონკრეტულმა სამუშაო ჯგუფებმა კონკრეტული შედეგი დადეს, რაც საფუძვლად დაედო [ევროკომისიის მიერ] რეკომენდაციის გაცემას და ამ ადამიანებს დღეს იმის თქმის გამბედაობაც არ ჰყოფნით, თქვან, რომ იყო შეცდომა. და შეცდომა კი არ იყო, იყო საბოტაჟი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის წარმატებაზე ზრუნავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისიის მიერ დასახელებულ ცხრა პრიორიტეტზე სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს. ოპოზიციის ნაწილი აღიარებს, რომ ბოიკოტი შეცდომა იყო, მმართველი გუნდი კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.