logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია, რომელიც ამბობდა ქვეყანა ჩამოიშალა, გაღარიბდა და ეკონომიკა აღარ გვაქვსო, დღეს დარბაზში გაზრდილ ბიუჯეტზე მსჯელობს
- +

15 ნოემბერი. 2023. 14:59

 

 

“ოპოზიცია, რომელიც ამბობდა ქვეყანა ჩამოიშალა, გაღარიბდა და ეკონომიკა აღარ გვაქვსო, დღეს დარბაზში გაზრდილ ბიუჯეტზე მსჯელობს და თავისი ხედვები აქვს წარმოდგენილი”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

ეს ბიუჯეტი პირველ რიგში ორიენტირებულია სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობებზე. ეს არის პენსიების ზრდა, იმ ოჯახების მხარდაჭერა, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს გვერდში დგომა. ხელისუფლება განაგრძობს ინვესტირებას ეკონომიკურ პროექტებში, რაც საქართველოს მოუტანს კიდევ უფრო მეტ შემოსავალს“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

 

პარლამენტი, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტრი გააცნობს. 2024 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ ხუთას მილიონ ლარს შეადგენს. მომავალი წლისთვის მთავრობა ხუთპროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner