logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ფარცხალაძის სანქციებზე: მტკიცებულებები არ იყო მოტანილი ამ განცხადების დასადასტურებლად, თუმცა, მაინც, პარტნიორის პატივისცემით, ავტორიტეტით ქართულმა სახელმწიფომ გამოძიება უმალვე დაიწყო
- +

15 ნოემბერი. 2023. 16:06

 

 

“ქართულმა სახელმწიფომ მშრალი განცხადების საფუძველზე [ფარცხალაძის საქმეზე] დაიწყო გამოძიება, მტკიცებულებები არ იყო მოტანილი ამ განცხადების დასადასტურებლად თუმცა, მაინც, პარტნიორის პატივისცემით, ავტორიტეტით ქართულმა სახელმწიფომ გამოძიება უმალვე დაიწყო”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

 

მართალი თქვა ელჩმა. ქართულმა სახელმწიფომ სანქციები მინიშნებად მიიღო და [ფარცხალაძის საქმეზე] დაიწყო გამოძიება. ქართულ სახელმწიფოს ეს მინიშნება ხომ არ გაუტარებია, დაიწყო გამოძიება, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გამოძიების ფარგლებში ჯერ არავის, მსოფლიოს არცერთი კუთხიდან, არ მოუწოდებია მტკიცებულება. თუ ასე არ არის მიმართეთ ნებისმიერ უწყებას და თუ არის რამე მტკიცებულებები ამასაც მივიღებთ და სხვანაირად ვილაპარაკებთ. ერთი მხრივ სწორია, მინიშნებად მიიღო ქართულმა სახელმწიფომ, მშრალი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მტკიცებულებები არ იყო მოტანილი ამ განცხადების დასადასტურებლად, თუმცა, მაინც, პარტნიორის პატივისცემით, ავტორიტეტით ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო გამოძიება უმალვე, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულებებიც არ ჩანს, რომელიც ამ განცხადებას გაამყარებდა. გამოძიება წყდება მაშინ, როდესაც გადის გარკვეული დრო და მტკიცებულებების არ არსებობის გამო შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს საგამოძიებო ორგანომ. ჩვენ არ ვიცით დეტალები და არ შეიძლება პოლიტიკოსს კითხვა დაესვას ან შემდეგ პოლიტიკოსი „წამოეკიდოს“ ამ კითხვას და გითხრათ, რომ დიახ, უნდა შეწყდეს ან არა, ეს არ არის არცერთი პოლიტიკოსის საქმე. გირჩევთ და გთხოვთ, რომ პოლიტიკოსს არ დაუსვათ შეკითხვა, რომელიც არ არის მისი გადასაწყვეტი. არ შეიძლება სამართლებრივი საკითხები გადაწყვიტოს პოლიტიკოსმა, კამერებისა და მიკროფონების წინ.

 

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თავის პირველ ინტერვიუში „რადიო თავისუფლებასთან“ განმარტა, რა მიზნებს შეიძლება ემსახურებოდეს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები. „როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად ან/და, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფესბესთან" ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“, - აღნიშნა ელჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner