logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- +

15 ნოემბერი. 2023. 18:46

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ირაკლი კობახიძემ პაველ ჰერჩინსკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ელჩის ძალისხმევამ ევროკომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.

 

შეხვედრაზე საუბარი საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებს და ევროკომისიის მიერ დადგენილი ახალი რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებულ გეგმებს შეეხო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner