logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
- +

15 ნოემბერი. 2023. 19:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან, პია კაუმასთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს . პია კაუმამ აღნიშნა, რომ საქართველო ეუთო-ს სანდო პარტნიორია და ხაზი გაუსვა საქართველოს დელეგაციის აქტიურ ჩართულობასა და წვლილს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში.

 



მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობას თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში.

 

შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სამშვიდობო პოლიტიკის კონტექსტში, რომელიც ნდობის აღდგენის, შერიგებისა და მშვიდობიანი დეოკუპაციის მიზანს ემსახურება.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტისთვის და აღნიშნა, რომ სწორედ ეს ვიზიტი არის ეუთო-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გზავნილი.

 



შეხვედრისას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ასევე, მიულოცა ქართულ მხარეს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატება. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი ხანი ელოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner