logo_geo
eng_logo
პიტერ ბურკე: ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ძალიან ძლიერი მხარდამჭერია
- +

15 ნოემბერი. 2023. 21:01

"გვექნება სიღრმისეული საუბარი ევროპის მომავალზე, რაც უკავშირდება ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშს გაფართოების შესახებ, რეკომენდაციებს. ვნახეთ საუბარი ანგარიშში უკრაინის პროგრესზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტია, ასევე მოლდოვასა და საქართველოს პროგრესზე პირობების გათვალისწინებით მიიღოს კანდიდატის სტატუსი," - ამის შესახებ ირლანდიის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საქმეებსა და თავდაცვაში პიტერ ბურკე ევროკავშირის დეკემბრის სამიტზე საუბრისას განაცხადა.

 

 

„ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ძალიან ძლიერი მხარდამჭერია და გვსურს უზრუნველყოთ , ხელი შევუწყოთ ქვეყნებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და ის შანსი, რომელიც ირლანდიას 50 წლის წინ. ირლანდია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის ძლიერი მხარდამჭერია. ქვეყნები უნდა შეფასდნენ იმ ღირებულებებით, რომელზეც ევროკავშირი დგას. რეფორმების შემდეგ მოლაპარაკებების თითოეული თავი უნდა შესრულდეს. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ ირლანდია აბსოლუტურად მხარს უჭერს მათთვის ამ შესაძლებლობას“, - აღნიშნა ბურკემ.

 

 

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციები ევროპულ საბჭოს გადაეგზავნება. ლიდერები საბოლოო გადაწყვეტილებას, დეკემბერში მიიღებენ.

 

 

ბლოკში გაერთიანებისკენ ამ დროისთვის 10 ქვეყანა ისწრაფვის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი და თურქეთი. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 8 ქვეყანას აქვს მინიჭებული: უკრაინას, მოლდოვას, ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთსა და თურქეთს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner