"თუ ევროკავშირს სურს გეოპოლიტიკურად იმოქმედოს, გააძლიეროს უსაფრთხოება და მდგრადობა არამარტო ორგანიზაციის შიგნით, არამედ გარეთაც, მაშინ უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები გაფართოებაზე," - ამის შესახებ ლიეტუვას ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოვიტა ნელიუპსიენემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, გაფართოება არ უნდა იქცეს ევროკავშირის მომავალზე დაუსრულებელი მსჯელობის მძევალი.
„ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როდესაც ქვეყნები მზად იქნებიან, ამავე დროს გადაწყვეტილებები დაგვიანების გარეშე უნდა მივიღოთ დეკემბერში. გაფართოების კონტექსტში გაჭიანურება ამცირებს ევროკავშირის სანდოობას და ნიშნავს, რომ ორგანიზაცია არაა საკმარისად გაბედული. გაფართოება არ უნდა იქცეს ევროკავშირის მომავალზე დაუსრულებელი მსჯელობის მძევალი“, - განაცხადა იოვიტა ნელიუპსიენემ.