აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ საავადმყოფოში სამეთაურო ცენტრის განთავსებით „ჰამასი“ ომის წესებს არღვევს.
"რასაც "ჰამასი" აკეთებს, ეს ომის კანონის დარღვევაა", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.
15 ნოემბერს, კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს აქვს დამოუკიდებელი სადაზვერვო მონაცემები, რომელიც ცხადყოფს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზაში მდებარე ალ-შიფას ჰოსპიტალს სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად იყენებენ.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ „ჰამასს“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი აქვს განთავსებული ალ-შიფას საავადმყოფოში.