საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ პალესტინის მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს საფასური „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკის გამო.
"პალესტინის მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს საფასური "ჰამასის" დანაშაულებისთვის, განსაკუთრებით, დაუცველებმა, დაშავებულებმა ან ავადმყოფებმა და ჰუმანიტარული სფეროს მუშაკებმა, რომლებიც გაბედულად აგრძელებენ მუშაობას უკიდურესად საშიშ პირობებში", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.