logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: პრეზიდენტის უკან დახევა იყო კარგი, თუმცა არ უნდა გიხდებოდეს უკან დახევა
- +

15 ნოემბერი. 2023. 23:34

"ვიცით, რომ პრეზიდენტს გარკვეული დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ასეთ შეცდომას არ უნდა უშვებდეს," - ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა, როდესაც პრეზიდენტს კითხვა სი ძინპინსა და ვლადიმერ პუტინის შესახებ დაუსვეს. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტის პასუხი „შეგნებული მავნებლობა“ იყო.

 

 

„ასეთი წამოცდენები შემთხვევით არ ხდება. რა თქმა უნდა, ამაში დარწმუნებულები ვართ. პრეზიდენტის უკან დახევა იყო კარგი, თუმცა არ უნდა გიხდებოდეს უკან დახევა. კარგია რომ მას უკან დახევა მოუხდა, მაგრამ ის, რაც გააკეთა, იყო აბსოლუტურად შეგნებული მავნებლობა“, - განაცხადა სუბარმა.

 

 

მან ასევე საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთს შეუძლია თავისი პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისკენ მიმავალ გზაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner