ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან ბლოკი "თოფაძე მრეწველები ჩვენი სამშობლოს" მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია გაიმართა - მოთხოვნით აღადგინონ ბლოკის რეგისტრაცია და მისცენ ბლოკს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ბლოკის არჩევნებიდან გამოთიშვის მიზეზი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დატოვებული დოკუმენტების პარტიული სიის გარეშე ჩაბარება გახლდათ. როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან სია ცესკოში წარმოდგენილი და ჩაბარებულია.