ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი, რომელმაც ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.
"ის ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს „ჰამასის“ ტერორისტულ სახელმწიფოს", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
"მან [ერდოღანმა] თავად დაბომბა თურქეთის საზღვრებში არსებული თურქული სოფლები - ჩვენ არ მივიღებთ მის ქადაგებას", - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს ტერორისტული ახელმწიფო უწოდა, რომელიც ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულებს ჩადის და საერთაშორისო უფლებებს არღვევს.