logo_geo
eng_logo
ნეთანიაჰუ: ერდოღანი ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს „ჰამასის“ ტერორისტულ სახელმწიფოს
- +

15 ნოემბერი. 2023. 23:36

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი, რომელმაც ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.

 

 

"ის ისრაელს ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს, მაგრამ თავისი ქმედებებით მხარს უჭერს „ჰამასის“ ტერორისტულ სახელმწიფოს", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

"მან [ერდოღანმა] თავად დაბომბა თურქეთის საზღვრებში არსებული თურქული სოფლები - ჩვენ არ მივიღებთ მის ქადაგებას", - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

 

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს ტერორისტული ახელმწიფო უწოდა, რომელიც ღაზის სექტორში სამხედრო დანაშაულებს ჩადის და საერთაშორისო უფლებებს არღვევს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner