სან-ფრანცისკოში, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში იმართება.
სი ძინპინი აშშ-ს ბოლოს 2017 წელს სტუმრობდა, მისი და ბაიდენის შეხვედრა კი გასულ წელს ბალიში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.