აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის კონკურენციამ არ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.
"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, მცდარი წარმოდგენებისა და არასწორი კომუნიკაციის გარეშე", - განუცხადა ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს.
"როგორც ყოველთვის, პირისპირ დისკუსიას ალტერნატივა არ აქვს. მე ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ჩვენი დისკუსიებს პირდაპირი და გულწრფელი იყო", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა თავიანთი მოსახლეობის წინაშე იმუშაონ ერთად, მათ შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე.