logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: არ უნდა შევიქმნათ ილუზია რომ ის ხალხი, ვინც ფულს იხდიდა საქართველოს დასანქცირებაში, დღეს მოვა და დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ჩაერთვება შემდგომ რეფორმებში
- +

16 ნოემბერი. 2023. 10:24

 

 

რეფორმებისა და სამომავლო გეგმის გარშემო რა საკვირველია, ჩვენ მივესალმებით თანამშრომლობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

თუმცა აქაც არ უნდა შევიქმნათ ილუზია და არასწორი მოლოდინები, რომ ის ხალხი, ვინც ფულს იხდიდა საქართველოს დასანქცირებაში, ლობისტებს ქირაობდნენ იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაებლოკათ, ჩადიოდნენ და უმტკიცებდნენ ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს, თითქოს საქართველო ამას არ იმსახურებდა, რომ ეს ხალხი დღეს მოვა და დიდი ენთუზიაზმითა და მოტივაციით ჩაერთვება შემდგომ რეფორმებში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

ევროინტეგრაციისთვის საქართველოს მიერ სამუშაო პროცესი გრძელდება. 9 ძირითადი პრიორიტეტი, რომელიც ევროკომისიამ ქვეყანას მისცა, კვლავ პოლიტიკური დავის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებს საბოტაჟი ერთხელ უკვე გამოუცხადა, მმართველი გუნდი მზაობას გამოთქვამს არსებული ცხრა პრიორიტეტის ირგვლივ ყველა დაინტერესებულ მხარესთან ითანამშრომლოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner