„ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ‘’ქართული ოცნება’’ არის უპირობო გამარჯვებული და 2024 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდება ‘’ქართული ოცნების’’ პოლიტიკური სვლა როგორც ევროპისკენ, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისკენ“ - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ოპოზიცია არის სრულ აბსურდში, მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა, გამარჯვება არჩევნებში და როგორც ჩანს და ირკვევა, 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი არ შეუძლიათ, ყოველ შემთხვევაში, ასე პროგნოზირებენ. ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო რჩევნები, რომელიც ერთიანი პროპორციული სისტემით ჩატარდება, ამიტომ შესაბამისი ბარიერის არსებობა არის ის დამცავი მექანიზმი, რომელიც ამ მსგავსი სისტემით არჩევნების ჩატარების პირობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ევროპული პრაქტიკა დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც 5 ან 5%-ზე მეტია საარჩევნო ბარიერი, ასე რომ, მოემზადონ არჩევნებისთვის, მოიპოვონ ელექტორატის მხარდაჭერა და წარსდგნენ ქართული საზოგადოების წინაშე.
ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ "ქართული ოცნება’’ არის უპირობო გამარჯვებული და 2024 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდება ‘’ქართული ოცნების’’ პოლიტიკური სვლა როგორც ევროპისკენ, ასევე, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისკენ, რაც ეკონომიკური წარმატებით, მშვიდობის შენარჩუნებიტ და სხვა მრავალი ფაქტორით განისაზღვრება”, - აღნიშნა მათიკაშვილმა.