logo_geo
eng_logo
ეროვნულმა გვარდიამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
- +

16 ნოემბერი. 2023. 11:40

 

 

ეროვნულ გვარდიაში თბილისის N72  საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და  გვარდიის ფუნქციასა და ამოცანებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებაც. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტუმრები დღის ბოლოს სასადილოსაც ეწვივნენ და „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

 

ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner