გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს.
ამჯერად, შესაბამისი სამუშაოები ავჭალაში, ჭრებალოს ქუჩაზე 1 580 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს. აღნიშნულისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 116 000 ლარი დაიხარჯება.
გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.