„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დავით ქართველიშვილი აღნიშნული თემით ირონიულად და რიტორიკულად სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.
„როცა ბაიდენმა არ იცის, რომ სი ძინპინი უახლოვდება იმ რუსეთს, რომელსაც საქართველოს ნაწილი აქვს ოკუპირებული და უცებ ჩნდება კეთილმოსურნე, რომელიც ბაიდენს ამას შეახსენებს, ის კი მაინც ჯიუტად იმეორებს: „ჩვენ, ასევე, გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხებისა და მსოფლიოს წინაშე, რომ ვიმუშაოთ ერთად“. გაიგე, ქაბატო-ჯან? პასუხისმგებლობა გვაქვსო ჩვენი ხალხების წინაშეო - ანუ, რაც შენ არცა გქონდა, არცა გაქვს და არც კი გექნება ოდესმე!“ - წერს დავით ქართველიშვილი.