logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის ბანაკში პანიკაა - ისინი ეცდებიან, წყალი აამღვრიონ და როგორმე ჩრდილი მიაყენონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს
- +

16 ნოემბერი. 2023. 12:16

 

 

ბარიერის დაწევაზე საუბროს ის ოპოზიცია, რომელიც პარალელურად, ტელეეთერებით საზოგადოებას ეუბნება, რომ ისინი ხელისუფლებას შეცვლიან, რომ მათ არათუ ბარიერის გადალახვა, არამედ გამარჯვებაც გარანტირებული აქვთ და მათთვის ბარიერის გადალახვა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, ოპოზიციის მოთთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას ითხოვენ.

 

იმუქრებიან ხელისუფლების შეცვლით, რაღაც კვლევებსაც აქვეყნებენ, სადაც 102%-იანი ინფლაცია აქვთ შიგნით, პოლიტიკურ რეიტინგებში, სადაც ამბობენ, რომ უკვე მათ პრაქტიკულად არჩევნებში გამარჯვება ხელში უჭირავთ. ამ ფონზე, მეორე ტრიბუნასთან როცა გამოდიან და ბარიერის შემცირებაზე პოლიტიკურ პანიკას აჩვენებენ და ხვეწნა-მუდარის რეჟიმში არიან გადასული ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ როგორმე მათ უშუამდგომლონ ბარიერის შესამცირებლად, ეს მიუთითებს რომ ამ ოპოზიციას რეალურად არჩევნების იმედი და არჩევნები, როგორც დემოკრატიული გადაწყვეტილების მექანიზმი არ წარმოუდგენია. ისინი კვლავ ძველი გეგმით, კვლავ ძველი სცენარით ფიქრობენ, ალბათ, ხელისუფლებაში როგორმე შევიდნენ. ეს ვერ მოხდება, საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას.

 

როგორც ჩანს, როგორც კანდიდატის სტატუსზე, ისინი იყვნენ არაგულწრფელები, საჯაროდ ამბობდნენ, რომ თითქოს მხარს უჭერდნენ კანდიდატის სტატუსს და გვერდიდან მის დასაბლოკად მუშაობდნენ, როგორც ჩანს, იგივე ხდება ბარიერთან დაკავშირებით. საჯაროდ ამბობენ, რომ მათ საერთოდ არანაირ პრობლემად არ მიაჩნიათ ბარიერის გადალახვა, მაგრამ გვერდიდან მუშაობენ, რომ როგორმე ბარიერი დაწიონ. ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ რადიკალური ოპოზიციის ბანაკში არის პანიკა. პარტიები, რომელსაც პოლიტიკურად აშანტაჟებდა ‘’ნაციონალური მოძრაობა’’, ხვდებიან რომ ვერ შედიან პარლამენტში, ამიტომ ეცდებიან, აამღვრიონ წყალი და როგორმე ჩრდილი მიაყენონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს”, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner