logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას შეუძლია გამოიტანოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით თუ რომელი კვლევა ემთხვეოდა საბოლოო ჯამში იმ შედეგებს, რომლებიც აისახებოდა საარჩევნო სურათში
- +

16 ნოემბერი. 2023. 12:48

 

 

ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევები შეაფასა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს შესთავაზა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ წარსულში გამოქვეყნებული კვლევებისა და არჩევნების შედეგების შედარება, რათა დადგინდეს ვისი პროგნოზი არის ხოლმე უფრო ზუსტი.

 

საზოგადოებას შეუძლია გამოიტანოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობია პროგნოზების გაკეთება, რომელი კვლევა ემთხვეოდა საბოლოო ჯამში იმ შედეგებს, რომლებიც აისახებოდა საარჩევნო სურათში. ეს არის ჩემი რეკომენდაცია - გაიხსენეთ, წარსულში ვინ ატყუებდა და ვინ არ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას. თავის თავს აღარ ენდობიან ეს ორგანიზაციები, იმდენჯერ ააცდინეს საკუთარი პროგნოზი არჩევნების შედეგებს, რომ საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner