logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებულები ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ იმაშიც, რომ თვისებრივად გაიზრდება ჩვენი მანდატების რაოდენობა
- +

16 ნოემბერი. 2023. 13:01

 

 

ხან ერთიანდებიან, ხან იყოფიან, მაინც აგებენ არჩევნებს. ასეთი ბედი ელით მათ მეცხრე ჯერზეც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციური პარტიების რეიტინგები ძალიან მძიმეა.

 

ნაციონალური მოძრაობა“ 20%-ქვემოთ არის ჩამოსული, ვერცერთი სხვა პარტია 5%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებს. რატომ? იმიტომ რომ სინამდვილეში, ეს პატარა პარტიები არ არიან პოლიტიკური პარტიები. ისინი არიან რამდენიმე კაცისგან შემდგარი პოლიტიკური კლუბები. პოლიტიკური კლუბი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გადალახავს 5%-იან ბარიერს. თუ ხარ პარტია, ამ შემთხვევაში ბარიერის გადალახვა არ გიჭირს. ეს არის საერთო სურათი.

 

აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ არა მარტო იმაში, რომ დამაჯერებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს, არამედ დარწმუნებულები ვართ, რომ თვისებრივად გაიზრდება ჩვენი მანდატების რაოდენობა“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner