logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. რაც უნდათ ის უქნიათ. მთავარია, „ნაცმოძრაობის“ შიგნით კინკლაობა, დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს
- +

16 ნოემბერი. 2023. 13:54

 

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე დაპირისპირების პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტი განუცხადა.

 

კითხვაზე, ნიკა მელიასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ „ნაცმოძრაობაში“, კობახიძემ განაცხადა: „ამაზე მარტივი პასუხია, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. რაც უნდათ ის უქნიათ“.

 

მთავარია ჩვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდეს ეს კინკლაობა, დაპირისპირება „ნაცმოძრაობის“ შიგნით. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს 2024 წელს საარჩევნო შედეგების სათანადოდ წარმოდგენას. „ნაცმოძრაობაში“ ეს პროცესები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner