logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანს შეხვდა
- +

16 ნოემბერი. 2023. 14:40

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისიის გენერალური მდივანი სიმონა მენგინი-გრანატა ხელმძღვანელობს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები და ის კანონპროექტები მიმოიხილეს, რომელთა დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მიიღო.

 

„ვენეციის კომისიის გენერალურ მდივანთან და კომისიის ექსპერტებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ. საქართველოს პარლამენტს ვენეციის კომისიასთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს და კომისიაში კანონპროექტების გაგზავნის ფაქტები ხშირია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მაღალია რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. შეხვედრაზე ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებსაც შევეხეთ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე, როგორიც არის სასამართლოს საკითხები და საარჩევნო თემატიკა და ამ საკითხებზე დეტალური დისკუსია გავმართეთ“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner