logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: გაშიშვლებულია იმ ოპოზიციის სახე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი მხრივ ამბობდა, რომ ეს სამუშაო ჯგუფები არაფერს მოგვცემს, აქილიკებდა და აღმოჩნდა, რომ საპირისპირო შედეგი დაიდო
- +

16 ნოემბერი. 2023. 14:44

 

 

გაშიშვლებულია იმ ოპოზიციის სახე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი მხრივ ამბობდა, რომ ეს სამუშაო ჯგუფები არაფერს მოგვცემს, აქილიკებდა და აღმოჩნდა, რომ საპირისპირო შედეგი დაიდო,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი გზავნილია მათი მხრიდან, ვინც ეს გითხრათ, რომ თითქოს ამ რეკომენდაციებს, რასაც დაწერენ რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, აბსურდია. ევროკომისიამ დასკვნა, რეკომენდაცია, გასცა იმ გაწეულ სამუშაოზე დაყრდნობით, რაც უკვე გაწეულია. არავითარი კავშირი არ აქვს ამ საკითხებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან და ვინც ამას ამბობს ის არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნე და მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც ჩვენთვის არახალია. ჩვენ ყოველთვის ვაწვდით ინფორმაციას, როგორი ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციურმა ჯგუფებმა სამუშაო ჯგუფებს. როგორი ქილიკით ეკიდებოდნენ, რომ ამ სამუშაო ჯგუფმა რა უნდა გააკეთოს, ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ფარსია და ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან სწორედ ამ სამუშაო ჯგუფებში მომზადებულ კონკრეტულ საკითხებზე იყო პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებული, რომ ანტიკორუფციული ბიურო კარგია, რომ შეიქმნა იმ ფორმით, როგორც სამუშაო ჯგუფმა იმუშავა. კარგია დეოლიგარქიზაციის გეგმის შემუშავება, რაზეც სწორედ სამუშაო ჯგუფმა იმუშავა და შემდგომ მთავრობამ გააგრძელა მუშაობა. ამით არის გაშიშვლებული იმ ოპოზიციის სახე, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი მხრივ ამბობდა, რომ ეს სამუშაო ჯგუფები არაფერს მოგვცემს, აქილიკებდა და აღმოჩნდა, რომ საპირისპირო შედეგი დაიდო. ჩვენ არ მივცემთ ოპოზიციას საბოტაჟის შესაძლებლობას“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

15 – 16 დეკემბერს საქართველო ვენეციის კომისიისგან სამი მიმართულებით სამართლებრივ შეფასებას ელოდება. დასკვნა შეეხება საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს უკავშირდება, ასევე ვენეციის კომისია შეაფასებს სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებთან დაკავშირებით უკვე მიღებულ კანონებს. დასკვნამდე ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისშია და შეხვედრებს მართვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner