logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები, ვისაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი
- +

16 ნოემბერი. 2023. 14:47

 

 

ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები, ვისაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში არიან ვადაგასული პოლიტიკოსები და მათ ამომრჩევლის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ.

 

ჩვენ გვყავს ოპოზიციური პარტიები, ვისაც წევრი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი. ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის დიდი ნაწილის რეალობა და კურიოზი. ასეთი პარტიები გაერთიანებაზე ილაპარაკებენ, თუ ცალ-ცალკე ოპონირებაზე ამას არანაირი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს, ვინაიდან ერთად და ცალ-ცალკე ისინი არიან ვადაგასული პოლიტიკოსები და ცხადია, მათ ამომრჩევლის მხარდაჭერა არასდროს ექნებათ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner