logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო
- +

16 ნოემბერი. 2023. 15:07

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული,1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების  დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული  სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდს დაესწრო.

 

მთავრობის მეთაურმა სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას  და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

 

უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირიდან 14 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა.

 

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, რომელთგან იდენტიფიცირებულია 265.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner