logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება
- +

16 ნოემბერი. 2023. 16:53

 

 

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში შოტლანდიას დაუპირისპირდება.

 

წლის ბოლო საშინაო მატჩს ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“, 21:00 საათზე გამართავს.

 

A ჯგუფში 15-15 ქულით ესპანეთი და შოტლანდია ლიდერობენ. ორივე ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს. ბოლო ორ მატჩში დადებითი შედეგის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს მეოთხედან მესამე ადგილზე გადასვლის შანსი ექნება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

 

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner