logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: "ჩაჭრილ მასწავლებელს" და მისი ღირსების შელახვას, ადგილი აღარ ექნება!
- +

10 სექტემბერი. 2016. 21:47



"ქრონიკის" პირდაპირ ეთერში საქართველოს განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა პირობას დებს, რომ საქართველოში, მასწავლებლის ღირსების შელახვას ადგილი აღარ ექნება.


ჯეჯელავას განცხადებით, დამოკიდებულება, რომ მასწავლებელი უნდა გამოსცადო, ფუნდამენტურად მცდარია.


„ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებელს უნდა დაეხმარო და განავითარო. ძალიან კარგად იცით, რომ დემოტივირებული, შეშინებული და უპატივცემულობაში მყოფი მასწავლებელი, ვერ აღზრდის ღირსეულ ადამიანს. ისინი მარტო ქიმიის და ფიზიკის სასწავლებლად არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება მასწავლებლები, რომლებიც ჩვენს შვილებს ღირსებას ასწავლიან. შესაბამისად, უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მასწავლებლები ღირსეულად გვყავდეს.

 

ნებისმიერი გამოცდა თუ პროგრამა, რომლითაც გამოსაცდელთა 80-% ჩაიჭრება, ეს არის ცუდი პროგრამა. ჩვენ ამას შევცვლით და ჩვენს ქვეყანაში "ჩაჭრილ მასწავლებელს" და მისი ღირსების შელახვას, ადგილი აღარ ექნება. ეს არის ჩემი პირობა და ასევე ვდებ პირობას, რომ ამის გამო განათლების ხარისხი კი არ გაუარესდება, გაუმჯობესდება",- განაცხადა ჯეჯელავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner