logo_geo
eng_logo
ფინეთი რუსეთის საზღვარზე რამდენიმე გამშვებ პუნქტს ხურავს
- +

16 ნოემბერი. 2023. 17:52

 

 

ფინეთი რუსეთის საზღვარზე რამდენიმე გამშვებ პუნქტს ხურავს. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა.

 

პეტერი ორპოს ცნობით, ფინეთის მთავრობამ თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი ნაკადის გამო გადაწყვიტა, რომ რუსეთთან საზღვარზე რამდენიმე საგუშაგო დაკეტოს.

 

„ეს გადაუდებელი შემთხვევა კი არა, ორგანიზებული ოპერაციაა. რუსეთის სასაზღვრო ორგანოების მუშაობა შეიცვალა და ისინი საზღვრის გადაკვეთის უფლებას იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტები არ გააჩნიათ“, - განაცხადა პეტერი ორპომ.

 

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მარი რანტანენის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის გამო ფინეთს შესაბამისი რეაგირების მოხდება მოუწია.

 

„ეს გადაწყვეტილება მესაზღვრეების და სხვა სააგენტოების დასკვნებისა და ინფორმაციის საფუძველზე იქნა მიღებული. არსებობს მკაფიო ნიშნები იმისა, რომ უცხო ქვეყნის ხელისუფლებამ თავისი როლი ითამაშა იმ ადამიანების შემოსვლაში, რომლებმაც საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს“, - განაცხადა მარი რანტანენმა.

 

იმატრას, ნიირალას, ნუიიამაას და ვაალიმაას სასაზღვრო გამშვები პუნქტები 18 ნოემბრის 00:00 საათიდან დაიკეტება და შეზღუდვები ძალაში 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner